Accessibility links

site logo site logo

მარია ალიოხინა, Pussy Riot-ის მონაწილე, კვლავ 15 დღით დააპატიმრეს


მარია ალიოხინა

ხუთშაბათს მოსკოვის კუნცევოს სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილობელობისთვის პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ მარია ალიოხინას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა.

„მედიაზონის“ ცნობით, პოლიციამ ალიოხინა 7 ივლისს საკუთარი სახლის წინ დააკავა.
ალიოხინამ 15 დღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა მას შემდეგ, რაც პანკ-როკ ჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილე პოლიციამ დაურეგისტრირებელი პარტიის, „ე.ვ. ლიმონოის სხვა რუსეთის“ მოსკოვის განყოფილების უფროს, ოლგა შალინთან ერთად 22 ივნისს დააკავა.

ფემინისტურ პანკ-ჯგუფი „პუსი რაიოტი" აქტიურად უპირისპირდება რუსეთში ადამიანის უფლებების დაღვევას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობისთვის სხვადასხვა აქცია პერფორმანსებს აწყობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG