Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ერთ-ერთ სასამართლოში მანდატურმა თავი მოიკლა


მოსკოვის დასავლეთ ნაწილში მდებარე ხოროშევკის რაიონულ სასამართლოში, რუსეთის მანდატურის ფედერალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქელში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი შენობის საპირფარეშოში იქნა ნაპოვნი.

მუშაობის სამი წლის სტაჟის მქონე 26 წლის მანდატური საკადრო რეზერვში იყო გადაყვანილი. თვითმკვლელობის დეტალები უცნობია. მომხდარის გარშემო მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG