Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასში ჰიბრიდული ძალების პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინის არმიის თავდაცვითი სანგარი დონბასში
უკრაინის არმიის თავდაცვითი სანგარი დონბასში

აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში ჰიბრიდული ძალების მიერ წუხელ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა. უკრაინის გაერთიანებული ოპერატიული შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წუხელ 13-ჯერ დაარღვია.

10 ივლისის დილიდან ჰიბრიდული ძალების პოზიციებიდან კვლავ განმეორდა სროლები სოფელ სანჟაროვკას მიმართულებით, რომელიც მალე მიწყდა.

სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო ძალების წარმომადგენლები არ ადასტურებენ შეტევას უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე და, თავის მხრივ, ყუმბარსატყორცნებიდან და ნაღმსატყორცნებიდან ინტენსიურ სროლებში მოწინააღმდეგე მხარეს ადანაშაულებენ.

შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში მხოლოდ რუსი „მოხალისეები“ იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG