Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია "პოლიტიკურ კეკლუცობად" მიიჩნევს მემორანდუმს ლგბტ+ უფლებებზე


გიორგი გახარიამ დღეს მედიის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ლგბტქ+ უფლებების მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება, რადგან ეს საკითხით არაგონივრული მანიპულაცია და პოლიტიკური კეკლუცობაა.


„მემორანდუმს პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კეკლუცობაა და ამის უკან ვერაფერს შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის აი, ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია. საქმე უნდა აკეთოს ყველამ - სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს“, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის კითხვას ქუთაისში, ახალი ოფისის გახსნაზე.

15-მა პარტიამ ლგბტქ+ უფლებების დაცვის შესახებ მემორანდუმს ხელი 2021 წლის 16 მაისს მოაწერა. მემორანდუმზე ხელი არ მოუწერია მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG