Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერმერებისადმი უყურადღებობისთვის ყაზახეთის პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრი გადააყენა


ყასიმ ჟომარტ ტოყაევი
ყასიმ ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა თანმდებობიდან გადააყენა სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც სახელმწიფოს პირველი პირის შეფასებით გვალვის დროს სათანადოდ ვერ უზრუნველყო ფერმერთა დახმარება.

წელს ყაზახი ფერმერები დიდ პრობლემებს წააწყდნენ დიდი სიცხეებით გამოწვეული უპრეცედენტო გვალვის გამო, რომლის შედეგადაც ასობით პირუტყვი დაიღუპა.

10 ივლისს გამართულ სამთავრობო სხდომაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საფარხონ ომაროვის ხელმძღვანელობით, ვერ მოახერხა ფერმერების დროული და ეფექტიანი დახმარება.

ყაზახეთის პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ გასულ კვირაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უარი თქვა დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციის გადახდაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG