Accessibility links

site logo site logo

ჰაიტის პოლიცია აცხადებს, რომ დააკავა პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი


ჰაიტის მოკლული პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი

ჰაიტის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს ექიმი, რომელიც მათი აზრით არის მთავარი ეჭვმიტანილი პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის ორგანიზებაში.

მათი თქმით, ჰაიტის მოქალაქე, 63 წლის ქრისტიან ემანუელ სანონი ივნისის დასაწყისში ქვეყანაში თავისი კერძო თვითმფრინავით, „პოლიტიკური მოტივებით“ ჩაფრინდა.

სანონის დაპატიმრების შესახებ ჰაიტის პოლიციის უფროსის, ლეონ ჩარლზის მიერ 11 ივლისს პორტ-ო-პრესნსში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

როგორც BBC იუწყება, პოლიციის უფროსის თქმით, ქრისტიან ემანუელ სანონის თავდაპირველი გეგმა პრეზიდენტ მოზის დაპატიმრება იყო, თუმცა შემდეგ „მისია შეიცვალა“. როგორც ლეონ ჩარლზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ დაურეკა, ქრისტიან ემანუელ სანონი იყო.

”ის დაუკავშირდა კიდევ ორ ადამიანს, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია პრეზიდენტ ჟოვენელ მოზის მკვლელობის ორგანიზატორებად”, - განაცხადა პოლიციის უფროსმა, რომელსაც არ დაუზუსტებია დანარჩენი ორი ადამიანის ვინაობა.

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი უცნობმა პირებმა ოთხშაბათს, 7 ივლისს ღამით მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. პრეზიდენტი ადგილზე გარდაიცვალა. მის სხეულში ტყვიისგან მიყენებული 12 ჭრილობა აღმოაჩინეს. დაშავდა მისი მეუღლე, მარტინ მოიზიც. მოგვიანებით იგი აშშ – ში გადაიყვანეს სამკურნალოდ. არსებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ თავდამსხმელები თავს წარადგენენ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებად და ყველას იატაკზე დაწოლას აიძულებენ.

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ჰაიტის ხელისუფლებამ ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საერთაშორისო აეროპორტი დახურა.

ჰაიტის პოლიციის თანახმად, უცხოელ დაქირავებულთა ჯგუფი, რომლებმაც პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლა, სულ მცირე 28 ადამიანისგან შედგებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG