Accessibility links

site logo site logo

ბულგარეთის არჩევნებში ლიდერობენ პრემიერ-მინისტრის ჯგუფი და ანტიელიტური გაერთიანება


ბულგარეთის ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, თითქმის თანაბარ შედეგს აჩვენებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის GERB-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია და ანტიელიტური ორიენტაციის პარტია სახელად "არის ასეთი ხალხი" (ITN).

დათვლილია ბიულეტენების 90-მდე პროცენტი, და ამ მონაცემებით, GERB-ის ჯგუფს ერგო 585,460 ხმა, ანუ 24.01 პროცენტი. ITN-ი, რომელსაც სატელევიზიო შოუმენი, სლავი ტრიფონოვი ხელმძღვანელობს, მას მხოლოდ 13,000-მდე ხმით ჩამორჩება და 23.48 პროცენტს ფლობს.

რამდენიმე ანალიტიკური სააგენტო კვლავ გამოდის პროგნოზით, რომ ხმების საბოლოო დათვლის შედეგად ITN-მა შეიძლება შესძლოს გაუსწროს GERB-ს.

ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას 13, 7 პროცენტი აქვს, ხოლო ლიბერალურ, პროდასავლურ ჯგუფს დემოკრატიული ბულგარეთი - 12.6 პროცენტი.

საპარლამენტო არჩევნები გაიმართა სამ თვეში წინა კენჭისყრიდან, რომელმაც მკაფიო შედეგი არ მოიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG