Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბაში გაიმართა ანტისამთავრობო გამოსვლები


კუბაში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა იშვიათ საპროტესტო აქციაში კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ. ბევრი ახალგაზრდა სკანდირებდა ლოზუნგებს "ძირს დიქტატურა" და "თავისუფლება".

პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა 11 ივლისს თავის მომხრეებს მოუწოდა "შეებრძოლონ" დედაქალაქ ჰავანაში მიმდინარე დემონსტრაციებს.

ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში სპონტანურად დაიწყო, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი დგას, არ არის საკმარისი ელექტროენერგია და საკვები.

სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და პლასტმასის ხელკეტები გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად და სულ მცირე 10 პირი დააკავა.

პრეზიდენტი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა - "ბრძოლის ბრძანება გაცემულია - რევოლუციონერებო, ქუჩაში!"

XS
SM
MD
LG