Accessibility links

site logo site logo

"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს პარლამენტის შენობა ძალით დაატოვებინეს


ვატო წერეთელი

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს ვატო წერეთელს ძალით დაატოვებინეს პარლამენტის შენობა. მანდატურის წარმომადგენლებმა მას საშვის წარდგენა სთხოვეს და იძულებით გაიყვანეს საკანონმდებლო ორგანოდან.

მანამდე ვატო წერეთელი სასესიო დარბაზიდან გაიყვანეს, რასაც მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.

"უბრალოდ მინდოდა კითხვები დამესვა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რატომ მოაწყვეს 5 ივლისის სისხლიანი ღამე. თქვენზე, ჩვენზე, ყველაზე. მივედი და კობახიძემ შემომხედა და მეგონა, რომ თვალებში მეტყოდა ან რაღაცას დავინახავდი და მითხრა, შე ნაბიჭვაროო...მე ველაპარაკებოდი მდინარაძეს, ვეუბნებოდი რატომ გაწირეს ეს ბავშვები. ეს კი მომიტრიალდა და მიწოდა.", - უთხრა საპარლამენტო ორგანოდან ძალით გამოყვანილმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს.

მედიამენეჯერებისა და ჟურნალისტების ნაწილი მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, გუშინ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ამისთვის ვადა მთავრობას აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა დღეს 12:00 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18 საათიდან პარლამენტის წინ ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG