Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა


საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 აირჩია. კენჭისყრა პარლამენტში 12 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ოპოზიციის 66 დეპუტატიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ:

  1. გოჩა აბუსერიძე: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;
  2. გიორგი გოგიაშვილი: 79 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  3. ლევან თევზაძე: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  4. რევაზ ნადარაია: 77 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  5. ბიძინა სტურუა: 78 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  6. ლაშა ქოჩიაშვილი: 79 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი.

უვადო მოსამართლეებად არ აირჩიეს:

  1. ეკა ზარნაძე: 5 - მომხრე, 6 - წინააღმდეგი;
  2. ქეთევან მესხიშვილი: 4 - მომხრე, 4 - წინააღმდეგი;
  3. გიორგი შავლიაშვილი: 3 - მომხრე, 7 - წინააღმდეგი.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილის "შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელსაც შესრულება უნდა.

იმის მიუხედავად, რომ ელჩმა მსგავსი შინაარსის განცხადება არაერთხელ გააკეთა და პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების დეტალები შეახსენა, მმართველი პარტია აცხადებდა, რომ არ შეაჩერებდა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების არჩევის პროცესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG