Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი მხარს უჭერს ვილნიუსს ბრალდებაში, რომ მინსკი მიგრანტებს „იარაღად“ იყენებს


ჟოზეპ ბორპელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი თვლის, რომ დამატებითი სანქციები შეიძლება დაუწესდეს ბელარუსს. მან მხარი დაუჭირა ლიეტუვის ოფიციალური პირების განცხადებას, რომ ბელარუსის რეჟიმი არალეგალური ლტოლვილების დიდ ნაკადს განზრახ აგზავნის ევროკავშირში ლიეტუვის გავლით.

12 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერი, ჟოზეფ ბორელი შეთანხმდნენ, რომ მინსკი მიგრანტებს „იარაღად“ იყენებს თავის დაპირისპირებაში ევროკავშირის მიმართ.

როგორც 12 ივლისს განაცხადა ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოების საგენტო Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეჟერმა, სააგენტო ლიეტუვაში მიავლენს დამატებით თანამშრომლებს, საპატრულო მანქანებს და მიგრანტებთან კონტაქტების ექსპერტებს, რათა მოაგროვოს ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავეობრივი ქსელის მოქმედების შესახებ.

როგორც ლიეტუვის მთავრობა აცხადებს, მინსკი ლტოლვილებს იყენებს ევროკავშირზე პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად ბრიუსელის მიერ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისთვის სანქციებს დაწესების გამო.

9 ივლისს ლიეტუვამ დაიწყო ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ, 550 კილომეტრიანი მავთულხლართიანი ზღუდის აგება,

ლიეტუვის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 12 ივლისს მოუწოდა ევროკავშირს, განიხილოს ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ სანქციების გამკაცრება, მიგრანტების კრიზისის გამო.

ლანდსბერგისი მოითხოვს სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესებას. სანქციები მინსკს ევროკავშირმა დაუწესა შარშან აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების და კენჭისყრის ოფიციალური შედეგების მიმართ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის შემდეგ.

ევროკავშირმა ბელარუსს ივნისში დაუწესა ეკონომიკური სანქციების ფართო პაკეტი, რის მიზანიც 1994 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი ლუკაშენკას შემოსავლის წყაროებზე გავლენის მოხდენაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG