Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ანტონი: თქვენ გარდააცვალეთ ლექსო ლაშქარავა


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე არა ეკლესიის არამედ ჟურნალისტების პასუხისმგებლობას ხედავს. ამ მოტივით მან "TV პირველის" ოპერატორის გარდაცვალება ჟურნალისტებს დააბრალა, მათ მოძალადეები ეძახა და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები გაამართლა.

"ერთი ადამიანი დაიღუპა და რა ამბავში ხართ - ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ მეთქვა ღმერთმა აცხოვნოს მისი სული. მე ვთქვი ერთი ადამიანი გარდაიცვალა მეთქი და რა ამბავში ხართ მეთქი...

შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხენ ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო [მიმართავს ჟურნალისტებს], აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს...

პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო! თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა პასუხისმგებლობა... ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე... უმრავლესობას რატო გვილახავთ ღირსებას", - ამბობს მეუფე ანტონი.

ლექსო ლაშქარავაზე სიძულვილის ჯგუფებმა 5 ივლისს იძალადეს. ის 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მოქალაქეებს საპატრიარქომ ქუჩაში გამოსვლისა და "მშვიდობიანი პროტესტკენ" მოუწოდა. მოწოდებები ისმოდა სიძულვილის ჯგუფების მხრიდანაც. ამ დღეს დაშავდა მინიმუმ 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტია.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ და გუშინ წინ პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG