Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის მარეგულირებელი უწყება J&J-ის ვაქცინასა და იშვიათ დაავადებას შორის კავშირის თაობაზე გვაფრთხილებს


აშშ-ის მარეგულირებელმა უწყებამ (FDA) Johnson & Johnson-ის წარმოების კოვიდ-19-ის ვაქცინას დაამატა ახალი გაფრთხილება, რომ არსებობს შესაძლებელი კავშირი ვაქცინასა და იშვიათ ნევროლოგიურ დაავადებას შორის, რომელიც გიიენ-ბარეს სინდრომის (GBS) სახელით არის ცნობილი.

კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამსახური 12 ივლისს გამოვიდა ახალი გაფრთხილებით, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ არ არის მთლიანად ცხადი, რომ ვაქცინამ გამოიწვია შესაბამის აცრილ პირებში ეს სინდრომი.

გაფრთხილება გავრცელა მას მერე, რაც FDA-მ, დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრმა განიხილა ანგარიში, რომელიც ეხებოდა 100 პირს, რომლებსაც განუვითარდათ სინდრომი J&J-ის ვაქცინით აცრის შემდეგ. FDA იტყობინება, რომ ყველა მათგანი საავადმყოფოში დააწვინეს და ერთი გარდაიცვალა. რეგისტრირებულ შემთხვევათა უმეტესობა 50-ზე მეტი წლის კაცები არიან და მათ სიმპტომები გაუჩნდათ აცრიდან ორ კვირაში.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაქცინისგან სარგებელი მაინც მეტია, ვიდრე საფრთხე.

J&J-ის ვაქცინას მოელოდნენ მოუთმენლად, რადგან ის მხოლოდ ერთი დოზისგან შედგება და იოლია მისი შენახვა. თებერვალში მისი გამოყენების დაწყებიდან გაჩნდა სირთულეები. მალევე აღმოჩნდა, რომ ვაქცინა უკავშირდება თრომბის გაჩენის საფრთხეს, ხოლო ფაბრიკაში, სადაც მას აწარმოებენ, დაბინძურების გამო გაჩნდა საწარმოო პრობლემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG