Accessibility links

site logo site logo

თალიბანი თურქეთს აფრთხილებს, რომ არ დატოვოს სამხედრო ძალა ქაბულის აეროპორტის დასაცავად


ქაბულის აეროპორტი

ექსტემისტული დაჯგუფება თალიბანის წარმომადგენლებმა თურქეთი გააფრთხილეს, რომ არ დატოვოს თავისი სამხედრო ძალა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დასაცავად, რომლის შესაძლებლობასაც, აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, ანკარა განიხილავს.
ნატოს კოალიციური ძალების თურქეთის დანაყოფი უზრუნველყოფს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვას. ამ აეროპორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც საშიშროების შემთხვევაში ოფიციალური პირებისა და დიპლომატების ევაკუაციის სათადარიგო პლაცდარმს.
ანკარამ განაცხადა, რომ აგრძელებს მოლაპარაკებებს ვაშინგტონსა და ქაბულთან, რათა ამერიკის სამხედრო ძალის გასვლის შემდეგ უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო ჭიშკრის ფუნქციონირება.

„თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევია, ლახავს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - ნათქვამია მოძრაობა თალიბანის 13 ივლისის განაცხადებაში. ხოლო თუ თურქეთი გააგრძელებს „ოკუპაციას“, მაშინ თალიბანი პირობას დებს, რომ იბრძოლებს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

1 მაისიდან, საერთაშორისო კოალიცის მიერ ავღანეთიდან გასვლის პროცესის დაწყების შემდეგ, თალიბებმა კონტროლი დაამყარეს ავღანეთის 423 რაიონზე, რაც კიდევ უფრო ზრდის ავღანეთის მთავრობის კოლაფსის თაობაზე არსებულ საშიშროებას.
ამ ვითარებამ ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, აიძულა, 13 ივლისს ჩასულიყო ქვეყნის ჩრდილოეთში, რათა იქ არსებულ ვითარებას გასცნობოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG