Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი პრეზიდენტმა 29 ივნისს გამოცხადა. ახლად დანიშნული მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს შეცვლის, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG