Accessibility links

site logo site logo

შარშანდელთან შედარებით გარდაცვალების მაჩვენებელი მოსკოვში 24%-ით გაიზარდა


2021 წლის ივნისში რუსეთის დედაქალაქში გამოწვეული სიკვდილიანობა შარშანდელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. „ივნისში მოსკოვში დარეგისტრირდა სიკვდილის 16 271 შემთხვევა, რაც წინა წელთან შეარებით 3145-ით მეტია“, -ნათქვამია მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

აქედან, 1 ივლისის მონაცემებით, 2,78% შემთხვევაში კორონავირუსი გახდა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი.

ივნისის დასაწყისიდან მოსკოვში მკვეთრად იწყო მატება კორონავირუსით დაინფიცირებამ, ხოლო 18 ივნისს რუსეთის დედაქალაქში ვირუსული ინფექციით 9 ათასზე მეტი პაციენტი დაინფიცირდა.

კორნავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, კოორნავირუსით მოსკოვში ერთი თვის განმავლობაში 2333 ადამიანი გარდაიცვალა.


27 ივნისის შემდეგ მოსკოვში ყოველდღიურად 100-ზე მეტი პაციენტი კვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG