Accessibility links

site logo site logo

ირანი აშშ-თან პატიმრების გაცვლის საკითხს განიხლავს


ალი რაბიეი ირანის მთავრობის პრესსპიკერი

ირანის ხელისუფლებამ 13 ივლისს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-თან პატიმრების გაცვლის შესახებ. ირანის მთავრობის პრესმდივანმა ალი რაბეიმ დაადასტურა ირანთან ურთიერთობის საკითხში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ მალის, ადრინდელი განცხადება.

„ეს მოლაპარაკებები გრძელდება და თუ მივაღწევთ მისაღებ გადაწყვეტილებას, ის გამოცხადდება“, - ნათქვამია ნახევრადსახელმწიფო საინფორმაციაო სააგენტო ISNA-ს მიერ გავრცელებულ რაბიეის განცხადებაში.


მანამდე ირანოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრმა ჯავად ზარიფმა „ყველა ამერიკელი და ირანელი პატიმრის გაცვლის“ გეგმა აამოქმედა.

თიერანს პატიმრობაში ჰყავს რამდენიმე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი, მათ შორის აშშ-ის პასპორტის მქონე რამდენიმე პირი. ეს იწვევს კრიტიკას უფლებათდამცველების მხრიდან, რომლებიც ირანს ადანაშუალებენ იმაში, რომ დაკავებულებს იყენებს მძევლებად, რათა სხვა ქეყნების დათმობას მიაღწიოს.

ირანთან ურთიერთობის საკითხში აშშ-ის წარმომადგენლმა, რობერტ მალიმ, წინა კვირაში განცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჟინებით მოითხოვს თეირანის მიერ დაკავებული ყველა ამერიკელის გათავისუფლებას და „ნაწლობრივ გაცვლას“ არ დათანხმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG