Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 13  ადამიანი, გამოვლინდა 1663 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1663 ახალი შემთხვევა. სულ ჩატარდა 35 559 ტესტი.

გასული 24 საათის განმავლობაში 769-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4,68%,
  • ბოლო 7 დღის - 4,46%
  • ბოლო 14 დღის - 4,1%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 381 336 შემთხვევა. მათგან 361 327 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 492 ადამიანი. სულ აცრილია 317 537 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG