Accessibility links

site logo site logo

პაკისტანში ავტობუსის აფეთქებას ჩინელი ინჟინრები ემსხვერპლნენ


პეკინი პაკისტანს მოუწოდებს "მკაცრად დასაჯოს" პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ავტობუსის აფეთქებაზე, რასაც ჩინეთთან საზღვარზე ჰიდროელექტროსადგურის ჩინელი მუშები ემსხვერპლნენ.

ჩინეთი დასუს ჰიდროელექტროსადგურს აშენებს ხიბერ პახტუნხვის პროვინციის ზედა კოჰისტანის ოლქში. აფეთქებამ მიზანში ამოიღო ავტობუსი, რომელშიც ჩინელი ინჟინრები ისხდნენ, - უთხრა ზედა კოჰისტანის პოლიციის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას 14 ივლისს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, აფეთქება გზაზე დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია თუ საკუთრივ ავტობუსზე მიმაგრებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ. უცნობია მსხვერპლის ზუსტი რიცხვიც, ზოგიერთი პოლიციელი 13 დაღუპულზე საუბრობს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG