Accessibility links

site logo site logo

გერმანიის დასავლეთში წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაკარგულია


დაბა შულდის ხედი წყალდიდობის შემდეგ, 15 ივლისი, 2021 წელი

გერმანიის დასავლეთში, რაინლანდ-ფალცის რეგიონში, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სხვათა შორის, პოლიციის შვეულმფრენების საშუალებით, რომლებიც სახლების სახურავებსა და ხეებზე მყოფი ადამიანების სამშვიდობოს გაყვანას ცდილობენ.

სამუშაოებში ჩართული არიან ბუნდესვერის ჯარიკაცები.

წყალდიდობა გამოიწვია ძლიერმა წვიმებმა, რაც მოჰყვა დაბალი წნევის ფრონტის, „ბერნის“ გავრცელებას.

დაკარგულია ათეულობით პირი, დაუდგენელია, მათ სადმე თავს უშველეს, თუ არა, რადგან მობილური ტელეფონების ქსელები გამოსულია მწყობრიდან.

როგორც გერმანიის მედია იტყობინება, ყველაზე დიდი ზარალი ნახა დაბა შულდმა, აიფელის რაიონში, სადაც 15 ივნისის ღამით ექვსი სახლი დაინგრა. მხოლოდ იქ, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.


არაერთი თემი დაზარალდა ასევე ნორდრაინ-ვესტფალიაში. ლევერკუზენში მთელი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა, რადგან შეწყდა საავარიო ელექტრომომარაგებაც. სულ რაინლანდ-ფალცსა და ნორდრაინ- ვესტფალიაში ელექტროენერგია გაუთიშეს 200 ათასი ადამიანს უსაფრთხოების მოსაზრებით, რადგან ელექტროსისტემაში შევიდა წყალი.

მერკიშერ-კრაისში ორი მეხანძრე დაიღუპა სამაშველო სამუშაოებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG