Accessibility links

site logo site logo

ცნობილი ნიდერლანდელი ჟურნალისტი, პიტერ დე ვრისი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა


პიტერ დე ვრისი

ნიდერლანდში გარდაიცვალა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი, პიტერ დე ვრისი, რომელიც 6 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად მძიმედ დაჭრეს. 64 წლის ვრისმა ხუთი ჭრილობა მიიღო, ერთი ტყვია მას თავში ჰქონდა მოხვედრილი. თავდასხმა 6 ივლისს თოქ-შოუში მისი გამოსვლის შემდეგ, ტელესტუდიასთან მოხდა.

ნიდერლანდის პოლიციამ განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილია 21 წლის ნიდერლანდელი და მასთან ერთად მანაქანაში მყოფი, ნიდერლანდში მცხოვრები 35 წლის პოლონელი, რომლებიც სროლის შემდეგ მალევე დააკავეს.

64 წლის პიტერ დე ვრისი კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორი იყო და ხშირად სასამართლოებში მოწმეების მრჩევლის სტატუსით მონაწილეობდა. ჟურნალისტის მისამართით ხშირად გაისმოდა მუქარები, რისთვის მთავრობამ წარსულში მას არაერთგზის დაუნიშნა დაცვა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ დე ვრისი თავისი პროფესიული საქმიანობისათვის დაიღუპა და მოუწოდებს ნიდერლანდის მთავრობას, რომ ბოლომდე გამოიძიოს ჟურნალისტზე თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG