Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ სამი თვით ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა


თალიბი ტყვეები გათავისუფლების შემდეგ ყანდაარში. 2020 წელი
თალიბი ტყვეები გათავისუფლების შემდეგ ყანდაარში. 2020 წელი

ექსტერემისტული დაჯგუფება თალიბანი სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა, თუ ავღანეთის მთავრობა გაათავისუფლებს საპატიმროებში მყოფ დაჯგუფების 7000-ს მებრძოლს. ამის შესახებ 15 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თალიბებთან მოლაპარაკებაში ავღანეთის მთავრობის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა ნადერ ნადერიმ, რომელმაც დასძინა, რომ თალიბები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დაჯგუფების ყველა ლიდერის სახელის გაეროს შავი სიიდან ამოღებასაც ითხოვენ.

ნადერ ნადერიმ თალიბების ამ მოთხოვნას „მეტისმეტად დიდი უწოდა“.

თალიბების წინადადებას ავღანეთის მთავრობის მხრიდან არ მოჰყოლია დაუყოვნელი პასუხი.

თავად ნადერ ნადერიმ კი თალიბები დაადანაშაულა 29 პროვინციის 118 რაიონში ადმინისტრაცული შენობების განადგურებაში, რითაც ქვეყანას დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

კვირის დასაწყისში თალიბებმა ბრძოლების შედეგად პაკისტანის საზღვრამდე გავიდნენ და იქ თავის დროშა აღმართეს. პაკისტანის მთავრობამ დაადასტურა თალიბების მიერ სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის დაწესება.

XS
SM
MD
LG