Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის „დინამო“ უეფას კონფერენს ლიგაზე მეორე ეტაპზე გავიდა


უეფას კონფერენს ლიგაზე, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს სამი კლუბიდან მხოლოდ ერთმა დაძლია. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენეს“ „ბათუმი არენაზე“ გამართულ საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოუგო. ორი თამაშის ჯამში კი 7:0 აჯობა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ბელარუსის „ბატეს“ დაუპირისპირდება. თამაშები 22 და 29 ივლისს გაიმართება.

„გაგრამ“ და გორის „დილამ“, ბათუმის „დინამოსგან“ განსხვავებით, ევროსეზონზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულეს. „გაგრამ“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მონტენეგროს „სუტიესკასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა (1:1) და ორი თამაშის ჯამში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. „დილამ“ კი გორში 2:1 მოუგო სლოვაკეთის „ჟილინას“, მაგრამ ეს შედეგი ხელს სტუმრებს აძლევდათ, რომლებსაც ერთი კვირის წინ, საკუთარ კედლებში ოთხბურთიანი უპირატესობით (5:1) ჰქონდათ მოგებული.

უეფას კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე საქართველოდან ორი კლუბი ითამაშებს. ბათუმის „დინამოს“ დაემატება საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, რომელიც უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გადაერთო და 22 და 29 ივლისს ჰაიფას „მაკაბის“ შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG