Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენი: ენერგორესურსები კრემლის იარაღად არ უნდა იქცეს


ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი და ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფენეციაზე

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანები არიან იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. მოლაპარაკებებზე რუსეთთან ურთიერთობა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ბედი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ერთად იმუშავებენ ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასაცავად რუსეთის აგრესიისგან.

”ჩვენ ერთობლივად დავიცავთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან,” - თქვა ბაიდენმა. -მაშინ, როდესაც მე კიდევ ერთხელ გამოვთქვი შეშფოთება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- თან დაკავშირებით, მე და კანცლერ მერკელი აბსოლუტურად ერთიანები ვართ იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ენერგორესურსები გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ დაშინებისა და მუქარის იარაღად“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასა და შეერთებულ შტატებს განსხვავებული შეხედულება აქვთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის შესახებ, ბერლინი, უკრაინას მაინც განიხილავს რუსული გაზის ტრანზიტულ ქვეყნად.

”ჩრდილოეთ ნაკადი 2 ” არის დამატებითი პროექტი, რომელიც არ წარმოადგენს უკრაინის გავლით ტრანზიტის (გაზის) ჩანაცვლების პროექტს. ნებისმიერ სხვა ვარიანტს, ცხადია, შეუძლია შექმნას მეტი დაძაბულობა ”, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან და კანცლერმა მერკელმა უკვე სთხოვეს თავიანთ გუნდებს იფიქრონ იმ ზომებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შეუძლიათ ერთად მიიღონ, თუ რუსეთის ქმედებები ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესუსტების დაწყებას გამოიწვევს.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართული ერთობლივ განცხადებაში საუბარია ასევე ინვესტიციებზე, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერას, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ამ რანგში, სავარაუდოდ, თავის ბოლო ვიზიტი გამართა ვაშინგტონში გერმანიის სათავეში 16 წლიანი ყოფნის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG