Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი, გამოვლინდა 1653 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა. სულ ჩატარდა 34 800 ტესტი.

გასული 24 საათის განმავლობაში 466-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4,75%,
  • ბოლო 7 დღის - 4,67%
  • ბოლო 14 დღის - 4,31%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 384 387 შემთხვევა. მათგან 362 957 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 516 ადამიანი. სულ აცრილია 334 199 პირი. მათგან სრულად აცრილია 126 171 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG