Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი, გამოვლინდა 1808 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა. სულ ჩატარდა 34 979 ტესტი.

გასული 24 საათის განმავლობაში 361-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 5,17%,
  • ბოლო 7 დღის - 4,86%
  • ბოლო 14 დღის - 4,5%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 386 195 შემთხვევა. მათგან 363 318 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 538 ადამიანი. სულ აცრილია 335 295 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG