Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიჩხიტურის კოშკამდე გზას აგებენ - კოშკს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ


ჩიჩხიტურის კოშკთან მისასვლელი გზისთვის  საგარეჯოს მერიამ 425 714 ლარი გამოყო. გზა 41 კალენდარულ დღეში უნდა დაიგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 სექტემბრისთვის მზად უნდა იყოს. მუნიციპალიტეტი ამბობს, რომ ასფალტს მრავალრიცხოვანი ტურისტების და მომლოცველებისთვის აგებს - გზა რეალურად მესაზღვრეებამდე მიდის.

დაჩქარებული შესყიდვის აუცილებლობა ჩიჩხიტურის განსაკუთრებული მნიშვნელობით აიხსნება. სახელმწიფო უწყებები შესყიდვის სააგენტოს არწმუბენებ, რომ კოშკს "ყოველდღიურად ჰყავს უამრავი მომლოცველი და ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხოლო აღნიშნულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა კი არის დაზიანებული, რაც ხელს უშლის მნახველებს გადაადგილებაში და საჭიროებს რეაბილიტაციას." საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ფიქრობს, რომ გზის დაგების შემდეგ მოძრაობა გაადვილდება და ჩიჩხუტურის კოშკი კიდევ უფრო პოპულარული გახდება.

შესყიდვის დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიაზეა მოქცეული - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმმა მიაკუთვნა აზერბაიჯანს. ამ ადგილებში საზღვარი სახელმწიფოებს შეთანხმებული არ აქვთ. 2019 წლიდან ჩიჩხიტურის კოშკს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, ქართველებმა მესაზღვრეებმა კი მთის ქედიდან მის ძირში გადმოინაცვლეს და იქ გახსნეს საგუშაგო. ადგილობრივები ამბობენ, რომ არათუ კოშკთან, კოშკზე ასავლელთანაც შეუძლებელია მისვლა, სამოქალაქო პირებს მესაზღვრეები აფრთხილებენ, რომ აქ მოძრაობა არ შეიძლება - ტურისტებიც უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებიან.

იმ ადგილას, სადაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა გზა უნდა გააკეთოს, წლების წინ არანაირი ნაგებობა არ იყო. აქ ახლა სასაზღვრო სამმართველოა, რომელიც მას შემდეგ გაკეთდა, რაც კოშკთან ქართველები აღარ პატრულირებენ.
იმ ადგილას, სადაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა გზა უნდა გააკეთოს, წლების წინ არანაირი ნაგებობა არ იყო. აქ ახლა სასაზღვრო სამმართველოა, რომელიც მას შემდეგ გაკეთდა, რაც კოშკთან ქართველები აღარ პატრულირებენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გზის დაგების აუცილებლობის შესახებ 2021 წლის 13 ივლისს ეცნობა, ივლისშივეა გამოცემული მთავრობის განკარგულება პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, რომელიც მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს დაუყოვნებლად დააგოს გზა ჩიჩხიტურის კოშკამდე. პროექტის წარმდგენი ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 2021 წლის ზაფხულში გზის დაგების აუცილებლობას კარგი ამინდებით და ტურისტების სიმრავლით ხსნის.

"ვინაიდან არის ზაფხულის პერიოდი და ამინდიც ხელს უწყობს, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსა და მის ტერიტორიაზე არსებულ ჩიჩხიტურის კოშკზე აღინიშნება მომლოცველების მატება, ხოლო სატენდერო პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს, ხოლო ზაფხულის პერიოდიც (სეზონი) თავის მხრივ განაპირობებს მეტი ტურისტის ჩამოსვლას აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხოლო მერიას სურს, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება/დამთავრება, რაც თავის მხრივ გაუმარტივებს ტურისტებს გადაადგილების საშუალებას და საწინდარი იქნება მეტ ტურისტის მოზიდვის" - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამ გზით მხოლოდ მესაზღვრეები სარგებლობენ. სამოქალაქო პირებს კოშკის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული აქვთ. დასაგები გზის სიგრძე ერთი კილომეტრიც კი არ არის.
ამ გზით მხოლოდ მესაზღვრეები სარგებლობენ. სამოქალაქო პირებს კოშკის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული აქვთ. დასაგები გზის სიგრძე ერთი კილომეტრიც კი არ არის.

კოშკამდე მისასვლელი გზა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ტურისტების და მომლოცველების მოზიდვის მექანიზმად წარმოაჩენს და რომლის მოასფალტებაც თითქმის ნახევარი მილიონი ლარი ჯდება, რეალურად არა ჩიჩხიტურის კოშკთან, არამედ მესაზღვრეების ნაგებობამდე მიდის - აქ მოქალაქეების მოძრაობა შეზღუდულია და სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი სულ 650 მეტრია.

სოფელი უდაბნო, მესაზღვრეების საგუშალო და ჩიჩხიტურის კოშკი
სოფელი უდაბნო, მესაზღვრეების საგუშალო და ჩიჩხიტურის კოშკი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG