Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაია მომავალ კვირაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს აშშ-ში ვიზიტისას


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია მომავალ კვირაში აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვდება აშშ-ის პოლიტიკოსებს, ბელარუსში არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებზე სალაპარაკოდ.

ციხანოუსკაიას პრესსამსახურმა ვიზიტის შესახებ 16 ივლისს დაწერა ტელეგრამზე და დასძინა, რომ ის ჩავა ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში. ვიზიტის დღის წესრიგის დეტალები კვლავაც დაკონკრეტების ფაზაშია, თუმცა პრესსამსახური ამბობს, რომ ციხანოუსკაია 18 ივლისს გაემგზავრება და აშშ-ში შეხვედრებს გამართავს პოლიტიკოსებთან, ექსპერტებსა და ბელარუსულ დიასპორასთან.

სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს აშშ-ის ოფიციალური პირის სიტყვებს, რომ ციხანოუსკაია თეთრი სახლის წარმომადგენლებს შეხვდება. ციხანოუსკაიას პრესსამსახურის თანახმად, მისი გუნდი ვიზიტის შესახებ მუდმივ კონტაქტშია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ბელარუსში აშშ-ის ელჩთან, ჯული ფიშერთან, რომელიც თანამდებობაზე მუშაობას ვერ იწყებს იმის გამო, რომ მას ბელარუსის მთავრობა ვიზის გამოყოფაზე უარს ეუბნება.

ციხანოუსკაიას ვიზიტის შესახებ განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბელარუსში უშიშროების ძალები შეიჭრნენ რამდენიმე დამოუკიდებელი ჟურნალისტის სახლებსა და ოფისებში, მათ შორის, მინსკში რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ოფისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG