Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი, გამოვლინდა 1 286 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ განახლებული მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა. სულ ჩატარდა 24 446 ტესტი.

გასული 24 საათის განმავლობაში 1 701 - ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 5,26%,

ბოლო 7 დღის - 4.92%

ბოლო 14 დღის - 4.57%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 387 481-შემთხვევა. მათგან 365 019 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 551 ადამიანი. 17 ივლისის მონაცემებით სულ აცრილია 345 295 პირი. სრულად ვაქცინირებულია 128 096 ადამიანი.

.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG