Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთის პრემიერი თვითიზოლაციაშია COVID-19-ის მქონე პირთან კონტაქტის შემდეგ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და მისი მთავრობის ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კონტაქტი.

ჯონსონის ოფისმა ჯერ გამოაცხადა, რომ ის და სუნაკი მონაწილეობას მიიღებდნენ მთავრობის საპილოტო პროგრამაში, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა ოფისებიდან ემუშავათ და თვითიზოლაციაში არასამუშაო დროს ყოფილიყვნენ. მაგრამ მწვავე კრიტიკის გამო ჯონსონმა სამი საათის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

ჯონსონის ოფისი არ ასახელებს კორონავირუსით ინფიცირებული პირის ვინაობას, თუმცა 17 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა გამოაცხადა, რომ COVID-19-ზე მისი ტესტი პოზიტიური იყო.

სუნაკიც აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას საპილოტო პროგრამაში და ამის ნაცვლად სრულად თვითიზოლაციაში იქნება, რათა არ გაჩნდეს აღქმა, "რომ წესები ყველასთვის იგივე არ არის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG