Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჟურნალისტების ნაწილი მდუმარე აქციით დახვდა


ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს ბათუმის აეროპორტში ჟურნალისტების ნაწილი მდუმარე აქციით დახვდა. მედიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და 5 ივლისის ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდებიან. ის მონაწილეობას მიიღებს ბათუმში 19 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში.

ჟურნალისტებმა დღეს პროტესტი გამართეს პარლამენტში, მათ შორის პლენარულ სხდომათა დარბაზში. ამ მიზეზით პარლამენტის თავმჯდომარემ აღარ გააგრძელა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა.

ჟურნალისტები 5 ივლისის შემდეგ გამუდმებით მართავენ აქციებს. ისინი ითხოვენ ამ დღეს მათზე თავდამსხმელი მოძალადეების დასჯას. 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფის წარმომადგენლებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG