Accessibility links

site logo site logo

შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა.

შარლ მიშელს საქართველოში დახვდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

შარლ მიშელი ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სწორედ შარლ მიშელის ჩართულობით იქნა მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება და ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შევიდა. მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ გაატარებენ ამბიციურ რეფორმებს. ხელისუფლებას შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებენ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG