Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა


საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩამოვიდა. ის ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ - უნდა დაესწროს.

უკრაინის პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდნენ.

"ჩამოსვლისთანავე ის გაემგზავრება ხურჩაში და ენგურის ხიდზე - საოკუპაციო ხაზზე. მოინახულებს საოკუპაციო ხაზს. მოგეხსენებათ, საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთნაირი ტიპის გამოწვევები - ორივე ებრძვის ოკუპაციას, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი ხაზგასმა არის იმ საფრთხეების, რაც საქართველოსა და უკრაინას ემუქრება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის დროს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე იმყოფებოდა ენგურის ხიდთან.

კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG