Accessibility links

site logo site logo

პროტესტის ნიშნად "მთავარმა არხმა" საერთაშორისო კონფერენციაზე ღარიბაშვილის გამოსვლა არ აჩვენა


"მთავარმა არხმა" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს შეწყვიტა. ასე გამოხატა პროტესტი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც პასუხისმგებლობას პრემიერ ღარიბაშვილს აკისრებენ.

"აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა", - ეს წარწერა გაჩნდა "მთავარი არხის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს.

ჩაბნელებული ეკრანი მაყურებელმა ამ წარწერით რამდენიმე წამის განმავლობაში ნახა, შემდეგ კი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თქვა:

"ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას მთავარი არხი შარლ მიშელის, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების გამოსვლის დროს დაუბრუნდება".

პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ერთი ნაწილი 11 ივლისის შემდეგ ითხოვს. ამ მიზეზით იმართება აქციები თბილისში ცენტრალურ გამზირზე და ჟურნალისტები აწყობენ პერფორმანსებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში.

ამას წინ უსწრებდა 5 ივლისის მოვლენები - ქუჩაში გამოვიდნენ სიძულვილის ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს, მათ, ვინც ამ დღეს მუშაობდა და ცდილობდა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. ველზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ დღეს ქალაქში პოლიციელების მცირე ნაწილი ჰყავდათ გამოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG