Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა უკრაინას გამოუყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიონი დოზა


უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიონი დოზა, საერთაშორისო პროგრამა COVAX-ის მეშვეობით.

ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ 18 ივლისს განაცხადა, რომ "მოდერნას" მიერ წარმოებული პრეპარატით მოქალაქეთა აცრა რამდენიმე დღეში დაიწყება. პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიებს, რომლებშიც 50-ზე მეტი თანამშრომელია, ისევე, როგორც მასწავლებლებს და განათლების მუშაკებს, სამართალდამცველებს და მედიცინის სფეროს თანამშრომლებს.

"აშშ-მა უკრაინას 'მოდერნას' ვაქცინის ორი მილიონი დოზა გამოუყო. ეს ნაბიჯი აძლიერებს აშშ-ის დაპირებას COVID-19-ის გლობალური პანდემიის დამარცხების თაობაზე", - წერს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ტვიტერით.

უკრაინაში იმუნიზაციის ეროვნული კამპანია თებერვლის ბოლოს დაიწყო და უკვე გაკეთებულია 4 მილიონამდე დოზა. სრულად ვაქცინირებულია 1,4 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG