Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში უსაფრთხოების ვითარების გაუარესების ფონზე, თურქმენეთი საზღვარს აძლიერებს


თურქმენეთი განაგრძობს მძიმე შეიარაღების, ვერტმფრენების და სხვა საფრენი აპარატების გაგზავნას თურქმენეთ-ავღანეთის საზღვრის არეალში, იმ შეშფოთების ფონზე, რომელსაც იწვევს ჩრდილოეთ ავღანეთში თალიბანის მეომრების შეტევა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტები 19 ივლისს ავღანეთთან მოსაზღვრე მარის რეგიონის სამხრეთის ოლქიდან იუწყებიან, რომ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა, პოლიციამ, პროკურორებმა და სამხედრო მეთაურებმა დაიწყეს თავიანთი ოჯახების გაგზავნა ქვეყნის სიღრმეში, რაც აძლიერებს შფოთვას ადგილობრივი მოსახლეობისა, რომელსაც ეკრძალება რეგიონის დატოვება და დედაქალაქ აშხაბადში, ან სხვა რეგიონებში წასვლა.

რადიო თავისუფლებას წყაროებმა შეატყობინეს, რომ რეგიონში გზავნიან ახალწვეულებსაც, სადაც ისინი დაჩქარებული ტემპით გადიან სამხედრო წვრთნას. თურქმენეთის მთავრობა, რომელიც თავის ნაბიჯებს ასაიდუმლოებს, არაფერს ამბობს უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ.

თურქმენეთი იყოფს 800-კილომენტრიან საზღვარს ავღანეთთან, სადაც უსაფრთხოების მხრივ ვითარება მკვეთრადაა გაუარესებული მას შემდეგ, რაც თალიბანის მეომრები შეტევებს ახორციელებენ პროვინციულ ცენტრებზე და სასაზღვრო პუნქტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG