Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის ცენტრში რაკეტები ჩამოვარდა პრეზიდენტის სადღესასწაულო მიმართვის წინ


ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან ეილ ალ ადჰას, "მსხვერპლშეწირვის დღის" ერთობლივი ლოცვა, რომელსაც პრეზიდენტი ღანი ესწრებოდა. კადრზე გამოსახულია მახლობლად რაკეტის ჩამოვარდნის მომენტი. 20.07.2021
ქაბულში, პრეზიდენტის სასახლესთან ეილ ალ ადჰას, "მსხვერპლშეწირვის დღის" ერთობლივი ლოცვა, რომელსაც პრეზიდენტი ღანი ესწრებოდა. კადრზე გამოსახულია მახლობლად რაკეტის ჩამოვარდნის მომენტი. 20.07.2021

ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, სულ მცირე, სამი რაკეტა ჩამოვარდა ქაბულის ცენტრში ცოტა ხნით ადრე, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი მაჰმადიანური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის გამო სიტყვით გამოვიდოდა.

რაკეტები დაეცა კარგად გამაგრებული მწვანე ზონის გარეთ. ამ ზონაში პრეზიდენტის სასახლე და საელჩოებია განთავსებული. ამის თაობაზე 20 ივლისს განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მირვეის სთანიქზაიმ. მისივე ცნობით, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პასუხისმგებლობა რაკეტების დაშენისთვის არავის უკისრია. დილის ამ თავდასხმის შემდეგ ხალხს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელმაც დაადანაშაულა თალიბანი „მშვიდობის დამყარების განზრახვის და მისთვის მზადების უქონლობაში“.

ქაბულის ინციდენტის ფონია თალიბანის ფართომასშტაბიანი იერიში ავღანეთში, სადაც მათ ქვეყნის თითქმის ნახევარი დაიკავეს აშშ-ის და საერთაშორისო ჯარების გასვლის პარალელურად.

მოელიან, რომ უცხოეთის ჯარების გასვლა დასრულდება აგვისტოს ბოლოს.

თალიბებსა და ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ორდღიან მოლაპარაკებას ყატარში შედეგი არ მოჰყოლია. მათ ასევე ვერ მოახერხეს დღესასწაულის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწიათ, თუმცა გამოაცხადეს, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG