Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის ცნობით, კოვიდგადატანილთა აცრა 30 დღეში იქნება შესაძლებელი


კოვიდინფიცირებიდან ვაქცინაცია 120-ის ნაცვლად, 30 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე,

„მოგეხსენებათ, რომ ინფიცირებდან აცრა 120 დღეშია დაშვებული, ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე, ამიტომ ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისი სიტყვებით, ეს ცვლილება მალე განხორციელდება, „მინისტრის ბრძანებას ალბათ ამ კვირაში მოეწერება ხელი“, - თქვა მან.

ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ვადების შემცირების შესახებ არსებობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ასევე არსებობს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გამოცდილება, რისი ანალიზის საფუძველზეც იღებს საქართველოში მოქმედი ვაქცინაციის საბჭო გადაწყვეტილებას.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 375 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2616 შემთხვევა. ეს წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი, 1557 თბილისშია.

20 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 368 179 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 132 207 ადამიანი.

საქართველოში ამჟამად ვაქცინაცია შესაძლებელია 4 დასახელების ვაქცინით: "სინოფარმით", სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG