Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

მეორე დღეა 2000-ს აჭარბებს ინფიცირების ახალი, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 627 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2415 შემთხვევა. მათგან 1391 თბილისში.

ივლისამდე, 24 საათში 2000-ზე მეტი შემთხვევა ამ წლის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ აღირიცხა - ორჯერ იანვარში და ერთხელ მაისში.

21 ივლისისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.42%;
  • ბოლო 7 დღის - 5.53%;
  • ბოლო 14 დღის - 5.03%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 943-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 6586 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 374 685 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 133 648 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 393 360 შემთხვევა. მათგან 368 073 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5618 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG