Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-ის ხელმძღვანელი: ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, სარისკო ფაქტორების მიუხედავად


\
\

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიის გამო გადადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი სწორი გეგმით და ჯანდაცვის ზომებით.

21 ივლისს, ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინაშე გამოსვლისას ტედროს ადანომ ღებრეისუსმა თქვა, რომ მსოფლიოს ოლიმპიური თამაშები სჭირდება, როგორც "იმედის ზეიმი". "ოლიმპიურ თამაშებს აქვს ძალა, მსოფლიო გააერთიანოს, შთააგონოს, აჩვენოს, რა არის შესაძლებელი", - თქვა მან.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს იწყება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე, რადგან ტოკიოში ათასობით სპორტსმენი და მათი თანმხლები პირები ჩადიან მაშინ, როცა მსოფლიოში ძალას იკრებს კორონავირუსის ახალი, დელტა ვარიანტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოსვლის პარალელურად, ორგანიზატორებმა თამაშებთან კავშირის მქონე კიდევ რვა ინფიცირების შემთხვევაზე გამოაცხადეს, რამაც საერთო რაოდენობა 79-მდე გაზარდა.

ტედროს ადანომ ღებრეისუსის თქმით, ოლიმპიური თამაშები არ უნდა განისაზღვროს COVID-19-ის შემთხვევათა რიცხვით, რადგან საფრთხის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია. "წარმატების ნიშანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ყველა შემთხვევა იდენტიფიცირებული, იზოლირებული, მიდევნებული და მოვლილი იყოს რაც შეიძლება სწრაფად, და შეწყდეს ვირუსის კიდევ გადაცემის პროცესი", - თქვა მან.

ოლიმპიური თამაშები ძირითადად მაყურებლის გარეშე ტარდება, ტოკიოსა და სამ მიმდებარე ოლქში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG