Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მიგრანტთა უფლებების შემზღუდავ კანონს


მიგრანტთა ჯგუფი ლიეტუვის საზღვარზე, 20 ივლისი, 2021

ლიეტუვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზღუდავს მიგრანტთა უფლებებს და აჩქარებს თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების განხილვის პროცესს, იმ ფონზე, როცა ლიეტუვის საზღვართან ბელარუსიდან გადასული მიგრანტების მოზღვავებაა.

მიმდინარე წელს ლიეტუვაში ბელარუსიდან უკანონოდ შევიდა 2.100-მდე მიგრანტი, აქედან 1.400 მხოლოდ მიმდინარე თვეში - იუწყება ლიეტუვის სასაზღვრო სამსახური. ამ ნაბიჯს აღიქვამენ მინსკის შურისძიებად, ევროკავშირის მიერ ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკას რეპრესიული რეჟიმისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გამო.

პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კანონს ხელი მოაწერა, თუმცა მას "ნაკლოვანი" უწოდა და პარლამენტს მიმდინარე წელს მასში ცვლილებების შეტანა სთხოვა.

კანონი, რომელიც ლიეტუვის პარლამენტმა 13 ივლისს მიიღო, ითვალისწინებს მიგრანტების დაკავებას ექვს თვემდე ვადით, და მათ ურთულებს საჩივრების შეტანას თავშესაფრის თხოვნაზე უარის მიღების შემთხვევაში. 141 ადგილიან პარლამენტში კანონს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ერთი წინააღმდეგი იყო, 58-მა თავი შეიკავა.

ნაუსედას თქმით, კანონზე ვეტოს დადება "სრულიად არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა წარმომშობ ქვეყნებს". მთავრობას ნათქვამი აქვს, რომ კანონის თანახმად თავშესაფრის თხოვნის განაცხადები 10 დღის ვადაში უნდა იქნეს განხილული, რათა სწრაფად მოხდეს რამდვილი ლტოლვილების განცალკევება ეკონომიკური მიგრანტებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG