Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ დაარღვიოს დუმილი ქალ დეპუტატზე ძალადობის გამო


არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. განცხადების ხელის მომწერები, მიიჩნევენ, რომ მიუღებელია კახა კუჭავას დუმილი და უმოქმედობა, რაც ახალისებს ძალადობაა. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის სპიკერს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, "რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა - შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო".

„მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არც კი აცნობიერებენ საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათსა და არსს. სამწუხაროდ, არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც; მისი აზრით “არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ.” მოგეხსენებათ, რომ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სწორედ ეთიკის საბჭოს წევრებმა უნდა შეაფასონ“-, ნათქვამია განცადებაში, რომელსაც ხელს აწერენ.

  1. ქალთა მოძრაობა
  2. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
  3. ქალები საქართველოდან
  4. კავშირი „საფარი“
  5. ქალთა ფონდი საქართველოში
  6. ფონდი ტასო
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  8. სამართლიანი არჩევნები (ISFED)
  9. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  10. საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)
  11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  12. თბილისი პრაიდი
  13. თანასწორობის ცენტრი
  14. სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი
  15. კავშირი ფრეია
  16. ახალგაზრდა ფემინისტები
  17. We 4 education
  18. ფემინა
  19. პროგრესის ცენტრის
  20. წითელი ხაზები
  21. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  22. პოლიტიკური მოძრაობა „დროა“
  23. რესპუბლიკური პარტია
  24. პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის"
  25. პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის ვაწერთ ხელს
  26. ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა
  27. ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
  28. ,,სტრატეგია აღმაშენებელი"
  29. პარტია „სამართლიანობისთვის“
  30. პარტია „საქართველოსთვის“

განცხადების ავტორებს, ტექსტის წაკითხვა პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ მოწყობილ ტრიბუნასთან სურდათ, თუმცა ამის საშუალება პარლამენტის დაცვის სამსახურმა არ მისცა და შენობაში არ შეუშვა.

პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების პარლამენტში არშეშვების შესახებ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ 5 არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლის წევრებსაც ბრიფინგის გამართვა სურდათ პარლამენტის ფოიეში საშვი ჰქონდათ დაშვებული, ამის მიუხედავად ისინი პარლამენტში არ შეუშვეს.

"ეს უკვე მახინჯ ფორმებს იღებს, თუ რაიმე უსაფროების ზომებიდან გამომდინარე ხდება, წინა დღით მაინც გაგვაფრთხილონ ხოლმე, რომ არ შეიძლება ამ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შემოშვება, იმიტომ რომ, მათი შემოშვება უსაფრთხოების რისკებს ქმნის, თორემ ხომ არ შეიძლება ადამიანების შეზღუდვა ასე უსაფუძვლოდ?",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კახა კუჭავამ ბადრი ჯაფარიძეს უპასუხა, რომ წინასწარ გააფრთხილებენ ფრაქციებს, როდის იმოქმედებს უსაფრთხოების რეჟიმი. მისი სიტყვებით ეს არის 2016 წლიდან არსებული ბრძანება, რომელიც მოქმედებს მაშინ, როდესაც სხდომის ჩაშლის საფრთხე არსებობს.

"გვქონდა შემთხვევა, როდესაც პარლამენტში შემოსულებმა დარბაზის ბლოკირევა სცადეს და დარბაზშიც შემოიჭრნენ, ეს ქმის საფუძველს, საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ მე უზრუნველვყო, ავამოქმედო ის რეჟიმი რაც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას. აღარ განმეორდეს, რომ მეორეჯერ ჩაიშალოს სხდომა",- განაცახადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯომარის სახელზე დაწერილი განხადება დასარეგისტრირებლად, დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ შეიტანეს.

18 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როდეცას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისთვს ემზადებბოდა, პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინა ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG