Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე პოსტიდან გაათავისუფლეს გახსნის ცერემონიის რეჟისორი


პოსტიდან გაათავისუფლეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის რეჟისორი, თანამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მისი ძველი ჩანაწერის გამო, რომელიც ჰოლოკოსტზე მიანიშნებს.

კენტარო კობიაში, რომელიც უწინ კომიკოსი იყო, კრიტიკის ობიექტი გახდა 1998 წლის ჩანაწერის გამო, რომელშიც ის თითქოს ჰოლოკოსტის თაობაზე ხუმრობს. კობაიაშის გათავისუფლება 22 ივლისს გამოაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, სეიკო ჰაშიმოტომ და დასძინა, რომ ეს ჩანაწერი დასცინის "მტკივნეულ ფაქტებს ისტორიიდან".

კობაიაშიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ "გართობის სფერომ ადამიანებს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას. მესმის, რომ იმ დროს სიტყვების ჩემეული სულელური არჩევანი არასწორი იყო, და ამას ვნანობ".

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ახლა მსჯელობენ როგორ ჩაატარონ გახსნის ცერემონიალი 23 ივლისს. კობაიაშის გათავისუფლება მორიგი სკანდალია, რომელიც ამ ღონისძიებას უკავშირდება. ერთი დღით ადრე წავიდა ცერემონიის კომპოზიტორი, რადგან აღშფოთება მოჰყვა მის ძველ ინტერვიუებს, რომელშიც ის შშმ მოსწავლეების მიმართ ცუდ მოპყრობას აღწერს.

ორგანიზატორები ასევე ცდილობენ გაუმკლავდნენ კორონავირუსის ინფექციის შემთხვევებს სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს შორის. მათი თქმით, ღონისძიებაზე აკრედიტებულ პირებს შორის ვირუსი ჯერჯერობით 91 ადამიანს აღმოაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG