Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 21 წლით პატიმრობა მიესაჯა ბელარუსელს, რომელიც დონბასში მიმდინარე ომში მონაწილეობდა


ჩეხეთის სააპელაციო სასამრთლომ 21 წლით პატიმრობა მისაჯა 41 წლის ალექსეი ფადეევს, ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარეზე იბრძოდა.

ჩეხური გამოცემა Novinky.cz-ს ცნობით, ფადეევი, რომელიც ჩეხეთში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობს, 2014-2016 წლებში არაერთხელ იმყოფებოდა დონბასში, სადაც სეპარატისტების ერთ-ერთ დანაყოფში მსახურობდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ფადეევს 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რადგან მოსამართლემ ჩათვალა, რომ განსასჯელი მხოლოდ სეპარატისტებს ეხმარებოდა და უშაულოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. მაგრამ პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გაიზირა პროკურატურის მტკიცებულებები.

მანამდე ჩეხეთში რამდენიმე ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა უკრაინელი სეპარატისტების მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

XS
SM
MD
LG