Accessibility links

site logo site logo

წულუკიანი: აგერ ვარ და გადამაყენეთ


თეა წულუკიანი

​სენაკში მყოფმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიას უთხრა, რომ არ უნდა გადადგნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. „TV პირველს" და ყველას გიპასუხებთ, რომ არა. ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ თუ რამის თავი გაქვთ. თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა. აგერ ვარ და გადამაყენეთ..." - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG