Accessibility links

site logo site logo

რუსეთში პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი რიტა ფლორესი 15 დღით დააპატიმრეს


მოსკოვის სასამართლომ 15 დღით ადმინსიტრაციული პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი რიტა ფლორესს (მარგარიტა კონოვალოვას), პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით. ამის შესახებ „ღია მედიას“ მოძრაობა „პროტესტის ანთოლოგიის“ ადვოკატმა, მანსურა გილმანოვამ, შეატყობინა.
რიტა ფლორესი პოლიციამ გუშინ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ დააკავა. იგი ბრალს არ აღიარებს.

ბოლო თვეში პოლიციის დაუმორჩილოებლობის მუხლით რუსმა სამართალდამცველბმა დააკავეს პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის კიდევ ორი წევრი. ალექსანდრ სოფეევმა, მორიგი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ რუსეთის ტერიტორია დატოვა. ვერონიკა ნიკულიშინას შემდეგ, სოფეევი ამ ჯგუფის მეორე წევრია, რომელიც მუდმივი დევნის გამო იძულებული გახდა რუსეთიდან წასულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG