Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5-6 ივლისის მოვლენების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტი დაარეგისტრირეს


„რესპუბლიკური პარტიის" ცნობით, ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” დაარეგისტრირა დროებითი საგამოძიებო კომისიის პროექტი, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს 5-6 ივლისს თბილისში განვითრებულ მოვლენებს.

რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, იქმნება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

5 ივლისს თბილისში "თბილისი პრაიდის" ფარგლებში "ღირსების მარში" იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ ღირსების მარში გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსულ ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG