Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში ოფიციალურად იხსნება ზაფხულის ოლიმპიადა


დღეს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები. ცერემონია თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს დროშით, ქვეყნის დელეგაციას ძალოსანი ლაშა ტალახაძე გაუძღვება ცხრაგზის ოლიმპიელ, ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძესთან ერთად. საქართველოდან ოლიმპიადაში მონაწილეობს 35 სპორტსმენი.

ზაფხულის ოლიმპიადა, რომლის მასპინძლობის უფლება ტოკიომ 2013 წელს მოიპოვა, 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. პანდემიის მეორე წელს ისევ არსებობდა ოლიმპიადის ჩაშლის საფრთხე, თუმცა, საბოლოოდ მისი ჩატარება გადაწყდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები ერთმანეთს 41 სახეობაში შეეჯიბრებიან იაპონიის 8 პრეფექტურაში მდებარე 42 სპორტულ მოედანზე. 750 შეჯიბრიდან 724 ტრიბუნებზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ოლიმპიურ შეჯიბრებებს დაესწრება მხოლოდ იაპონელი მაყურებელი და ისიც მხოლოდ 4 პრეფექტურაში, სადაც ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია. კიდევ 4 პრეფექტურის, მათ შორის ტოკიოს მოედნებზე არც იაპონელი მაყურებელი დაიშვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG