Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულია ასაკოვანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი


ევროკავშირის თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის ვაქცინირებული 200 მილიონზე მეტი ევროპის მოქალაქე, რაც ევროკავშირის ასაკოვანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს.

„ასაკოვანი მოსახლეობის 54,7 პროცენტი უკვე სრულად არის ვაქცინირებული ან ორი დოზით, ან, როგორც ეს Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემთხვევაშია, ერთი დოზით“, - განაცხადა 22 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენელმა დანა სპინანტმა დაავადების კონტროლის ევროპული ცენტრის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით.
ამასთან, ერთი დოზით უკვე არის აცრილი ევროკავშირის ასაკოვანი მოსახლეობის 68,4%.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირმა წევრი სახელმწიფოები უკვე უზრუნველყო ვაქცინის იმ ოდენობით, რაც ასაკოვანი მოსახლეობის 70%-ზე მეტის აცრის შესაძლებლობას იძლევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG