Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძის თქმით, თუ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ეყოლება, "ქართული ოცნება" 43%-ს აიღებს


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება, საერთო მიზანს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ვერ მიაღწევენ. მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ნაწილი მხარს არასდროს დაუჭერს "ნაციონალურ მოძრაობას".

"თუ დავჯგუფდებით ყველა ერთად, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია დამარცხდება რეფერენდუმში და ჩემთვის მთავარი არის რეფერენდუმი, არ შეცვლილა ეს ამოცანა პროტესტის პირველი დღიდან, როდესაც ბოიკოტი გამოვუცხადე პარლამენტს. იმის მერე ვითხოვ რიგგარეშე არჩევნებს და რეფერენდუმში უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს", - თქვა ვაშაძემ.

ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. მმართველმა პარტიამ მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა. ოპოზიცია ჯერ ვერ თანხმდება და არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი. ნაწილი მომხრეა, რომ იყოს ერთიანი კანდიდატი, ნაწილი კი ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის კანდიდატად დაყენებას.

19 აპრილს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ მზადაა ჩაატაროს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG